მამუკა ბახტაძე - მთავარი პროკურორი უნდა იყოს თავისი საქმის ძალიან მაღალი პროფესიონალი, უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნდობის ხარისხი და ხედვა

კრიტერიუმები, რითაც მთავარი პროკურორის კანდიდატურა უნდა შეირჩეს არის შემდეგი, რომ უნდა იყოს თავისი საქმის ძალიან მაღალი პროფესიონალი, უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნდობის ხარისხი და ხედვა, რომელიც დააკმაყოფილებს იმ რეფორმების ძალიან მაღალ სტანდარტს, რაც ჩვენ გვსურს, რომ გავაკეთოთ, - ასე უპასუხა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, სერგი კაპანაძის შეკითხვას რომელიც ახალი პროკურორის შერჩევას და ამ პროცესში იუსტიციის მინისტრის როლს შეეხებოდა.

სერგი კაპანაძე დაინტერესდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პოზიციით, არის თუ არა ის მზად, პროკურორი შეარჩიოს ისე, როგორც ეს საზოგადოების მოთხოვნაა. „თეა წულუკიანის მიმართ არის ნულოვანი ნდობა. ხართ თუ არა მზად დააკმაყოფილოთ საზოგადოების მოთხოვნა და მთავარი პროკურორი ისეთი შეირჩეს, რომელზეც იქნება ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი. ანუ სრული ანტიპოდი იმისა, რაც არის დღეს თეა წულუკიანის საქმიანობის მიმართ. ისეთი კანდიდატურა, რომელზეც ყველა შეთანხმდება, რომ ამ ადამიანს მართლაც შეეძლება გახმაურებული საქმეები იქნაბა თუ გაუხმაურებელი საქმეები, მიიყვანოს ბოლომდე პოლიტიკური წნეხის გარეშე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„გენერალური პროკურორი არის სისტემურად მნიშვნელოვანი თანამდებობა და რაც შეგვიძლია დღეს დაგიდასტუროთ, არის ის, რომ ბუნებრივია მისი შერჩევა და ის კრიტერიუმები, რითაც უნდა შეირჩეს, უნდა იყოს თავისი საქმის ძალიან მაღალი პროფესიონალი, უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნდობის ხარისხი და უნდა ჰქონდეს ხედვა, რომელიც დააკმაყოფილებს იმ რეფორმების ძალიან მაღალ სტანდარტს, რაც ჩვენ გვსურს, რომ გავაკეთოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ სერგი კაპანაძის პასუხად.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმამართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება