ცოტნე ანანიძე პატიმრების პრობლემებს გაეცნო

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, მონიტორინგის მიზნით, ბათუმის N3-ე საპყრობილეში პატიმრებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

როგორც უმაღლესი საბჭოს წევრმა განაცხადა, პატიმრები, ძირითადად, სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით ითხოვენ დახმარებას. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის თქმით, რამდენიმე პატიმარმა მისთვის საჭირო შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით დეპუტატის ჩარევის შემდეგ ისარგებლა.

გარდა ამისა, ცოტნე ანანიძე შეხვდა და ესაუბრა პატიმარს, რომელმაც 3 დღე ე.წ. დეესკალაციის ოთახში გაატარა. აღსანიშნავია, რომ დეპუტატს დასახმარებლად რამდენიმე დღის წინ წერილობით მიმართა.

„საკნებში მონიტორინგის დასრულების შემდეგ, გარკვეული საკითხების ადგილზე ოპერატიულად მოგვარების მიზნით, ცოტნე ანანიძე პენიტენციური დაწესებულების დირექტორს შეხვდა. გარდა ამისა, ადგილიდანვე კონსულტაციები გაიმართა შესაბამის უწყებებთანაც.

ცოტნე ანანიძე მონიტორინგს სამომავლოდაც პერმანენტულად გეგმავს. ეს პატიმრებთან დეპუტატის რიგით მე-7 შეხვედრა გახლდათ“, - ნათქვამია უმაღლესი საბჭოს ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს