იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის კუთხით რამდენიმე კანონპროექტი განიხილა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის კუთხით რამდენიმე კანონპროექტი მეორე მოსმენისთვის განიხილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, განიხილეს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, კანონის პროექტი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; ორგანული კანონის პროექტით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ერთიანდება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები და ყალიბდება ერთიანი ორგანული კანონის სახით. ამასთანავე, პროექტით ძალადაკარგულად ცხადდება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი; კანონპროექტით „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ტერმინი „კონტრასიგნაცია“ იცვლება ტერმინით „თანახელმოწერა“, ხოლო ტერმინი „რატიფიკაცია“ იცვლება ტერმინით „რატიფიცირება“; კანონპროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იმეორებს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამის ნორმას და განსაზღვრავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტს აქვს ორგანული კანონის ძალა; აკონკრეტებს პრეზიდენტის დეკრეტის მიმართებას სხვა ნორმატიულ აქტებთან, ნორმატიული აქტების იერარქიის გათვალისწინებით და ტერმინი „კონტრასიგნაცია“ იცვლება ტერმინით - „თანახელმოწერა“.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

მათივე ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტები „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

როგორც მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა, წარმოდგენილი ცვლილებებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია იქნება მხოლოდ საპოლიციო სასწავლებელი, სადაც მოხდება პოლიციელების მომზადება და გადამზადება. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს შემოთავაზებული ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

როგორ პარლამენტის პრესსამსახურში განმარტავენ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

სხდომაზე, ასევე მესამე მოსმენისთვის იქნა განხილული კანონპროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. შემოთავაზებული ცვლილებებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა არ გავრცელდება განქორწინების რეგისტრაციაზე. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კომიტეტის წევრებმა მესამე მოსმენით განიხილეს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს