თამარ ჩუგოშვილი ეუთოს ელჩებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ელჩებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოსთვის ეუთო-ს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ეუთო-ს ელჩების ვიზიტს დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რადგან ამ შემადგენლობით ეუთო-ს დელეგაცია უკვე ათი წელია საქართველოში არ ყოფილა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, რადგან რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, ამ შემადგენლობით ეუთო-ს დელეგაცია საქართველოში არ ყოფილა. ამ ვიზიტით ეუთო აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ, თუ როგორ ვითარდება საქართველოში დემოკრატია, ეკონომიკა, განათლების სისტემა და სხვა სფეროები“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ელჩებთან შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, სოფიო ქაცარავა, გიორგი წერეთელი და ირაკლი ბერაია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს