„მარიგოლდის“ მოდის სახლისა და საწარმოს პრეზენტაცია დღეს პეკინის #9-ში გაიმართა

საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის წევრი კომპანიის, „მარიგოლდის“ მოდის სახლისა და საწარმოს პრეზენტაცია დღეს პეკინის #9-ში გაიმართა. პრეზენტაციას სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საჯარო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა განუცხადა, „მარიგოლდი“ ერთ–ერთი მაგალითია წარმატებული მცირე და საშუალო ბიზნესის. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა „მარიგოლდის“ ეროვნულ ხაზზე, რომელიც მისი შეფასებით, ქვეყნის კულტურას უწევს პოპულარიზაციას.

„მარიგოლდი არის საქართველოს სამრეწველო პალატის წევრი და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები არიან. დღეს გახსნეს ახალი შოურუმი. აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო გამოფენებში და ასევე ჩვენს მიერ ორგანიხებულ ბიზნეს ფორუმებში. ვფიქრობ, წარმატებული მცირე და საშუალო ბიზნესის კარგი მაგალითია და ვულოცავთ ამ წარმატებას. „მარიგოლდს“ აქვს ქართული ხაზი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა.

„მარიგოლდის“ ხელმძღვანელის, თამარ ნადირაძის განცხადებით, „მარიგოლდი“ უკვე 10 წელია საქმეს სიყვარულით აკეთებს და სიმბოლურად მოხდა „მარიგოლდის“ სიყვარულის სახლის გახსნა. მოდის სახლის ხელმძღვანელი, სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში, მოდის სახლის ნამუშევრები საფრანგეთსა და ჰააგაში გამოიფინება.

„გაიხსნა „მარიგოლდის“ სიყვარულის სახლი, რომელზეც ძალიან დიდხანს ვოცნებობდით. წელს შეგვისრულდა 10 წელი და ამ წლების დაუღალავი შრომის შედეგად, შევძელით შეგვექმნა სიყვარულის სახლი. მახარებს როგორც საქორწილო თემატიკა, რადგან ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც სიყვარულის საწყისია, სადაც ყველაზე დიდი რამ, ოჯახი იქმნება და ამავდროულად ჩვენი ხაზია ქართული, გათანამედროვებული ხაზი, რომელიც „მარიგფოლდის“ გულია, რომელსაც პოპულარიზაციას ვუწევთ მსოფლიო მასშტაბით. უახლოს პერიოდში საფრანგეთის ქუჩებში გაიმართება ჩვენი ჩვენება და ჰააგაში გვაქვს მიწვევა, სადაც ქართული კოლექცია იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა თამარ ნადირაძემ.

კომპანია „მარიგოლდი“ 2008 წლიდან აწარმოებს საავტორო, ხელნაკეთ საქორწილო სამოსს და სადღესასწაულო ტანსაცმელს. ახალ საწარმოსა და მოდის სახლში „მარიგოლდი“ 20–მდე ადამიანს დაასაქმებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა