მამუკა ბახტაძე - ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია მთავრობის პირველივე სხდომაზე იქნება მიღებული

ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია მთავრობის პირველივე სხდომაზე იქნება მიღებული, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის შესაბამის შეკითხვას.

“როგორც იურისტები მიხსნიან, თარიღის გადაწევა მოხდა იმ მიზეზით, რომ ამ პროცესში მთავრობა არ ფუნქციონირებდა და მთავრობის პირველივე სხდომაზე მოხდება დოკუმენტის გატანა, ხელის მოწერა და იმ პროცედურების გატარება, რაც საჭიროა. რაც შეეხება კონსულტაციებს, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან, რომ ამ სიას კონკრეტული ძალა მიეცეს“, - განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია 15 ივნისამდე უნდა ყოფილიყო მიღებული.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს