მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამსხვილება არ იგეგმება

მინისტრობის კანდიდატ მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამსხვილება არ იგეგმება, - ამის შესახებ ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გაიმართა.

"ჩემს უწყებასთან დაკავშირებით, ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ უწყების გამსხვილებას. როგორც ითქვა, მცირე მთავრობის კონცეფციასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება კონსულტაციები გუნდში მას შემდეგ, რაც მთავრობა დამტკიცდება. ამის შემდეგ, სამინისტროების ფუნქციების ანალიზის შედეგად გადაწყდება, რომელი სამინისტრო გამსხვილდება, შემცირდება ან გაერთიანდება", - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა