მამუკა ბახტაძის განცხადებით, პრემიერის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს გუნდი და არა ბიძინა ივანიშვილი

ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს გუნდი და არა ბიძინა ივანიშვილი, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის გიგა ბოკერიას შეკითხვას, დატოვებს თუ არა ის პრემიერ-მინისტრის პოსტს იმ შემთხვევაში თუ ამას ბიძინა ივანიშვილი მოსთხოვს.

მამუკა ბახტაძემ განმარტა, რომ ერთეული პიროვნების გადაწყვეტილებით „ქართულ ოცნებაში“ ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება. „რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პოლიტიკური გუნდი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი და პოლიტიკური გუნდი მიიღებს ამის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას ჩემთან მიმართებაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„თქვენი კომენტარი ადასტურებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელშიც საქართველოა. თქვენ პირდაპირ ვერ სცემთ კითხვას პასუხს“, - მიმართა გიგა ბოკერიამ ბახტაძეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს