გიორგი გახარია ნიკა მელიას - აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას, არ ემორჩილებოდით, განმეორდება იგივე და იგივე შედეგი იქნება

აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას, არ ემორჩილებოდით, განმეორდება იგივე და იგივე შედეგი იქნება, - ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნიკა მელიას იმ კითხვების პასუხად, თუ რატომ დააკავეს და გაარიდეს ის აქციას.

„ეს იყო საზოგადოების წესრიგიდან გამომდინარე ქმედება და თქვენ დღეს აქ ხართ. თქვენ არ ხართ დაკავებული. თქვენ უბრალოდ სპეკულირებთ იმ იმუნიტეტით, რომელიც გაქვთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მსგავსის განმეორების შემთხვევაში იგივე შედეგი იქნება, გარწმუნებთ. აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას, არ ემორჩილებოდით, განმეორდება იგივე და იგივე შედეგი იქნება“, - მიმართა გიორგი გახარიამ ნიკა მელიას.

"განმეორდება იგივე და მოგკიდებთ ჰალსტუხზე ხელს და გაგიყვანთ რუსთაველის გამზირზე იმ ხალხში! ამას უყურე ერთი! ამ საქმეს გადაყვებით თქვენ პირადად", - მიმართა საპასუხოდ მელიამ გახარიას.

მანამდე ნიკა მელიამ გიორგი გახარიას იმ პოლიციელების და მაღალჩინოსნების სია გადასცა, რომლებიც მისი თქმით, 11 ივნისს უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას მის გატაცებაში რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან. ნიკა მელია რამდენიმე წუთის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატთან იდგა და პირადად უხსნიდა ფოტოებზე გამოსახული პირების მიერ განხორცელებულ ქმედებებს.

ნიკა მელიას შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მას შემდეგ უპასუხა, რაც მელიამ საკუთარი ადგილი დაიკავა პარლამენტში. გიორგი გახარიამ პასუხის გაცემა პოლიციელებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო, ვინც ამ აქციების განმავლობაში ადგილზე მუშაობდა.

„თითოეულ იმ პოლიციელს, რომელიც მონაწილეობდა ამ დღეებში რუსთაველზე, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო. ამ ხალხმა ზოგიერთი და არა ყველა პოლიტიკურად ანგაჟირებული პოლიტიკოსისგან მოითმინა უდიდესი შეურაცხყოფა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ამ განცხადების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა მინისტრობის კანდიდატს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს