მამუკა ბახტაძე - რკინიგზაში ჩემი გენერალური დირექტორობის პერიოდში, შემოსული იყო აუდიტის სამსახური და ჩვეულებრივად ჩაატარა ის პროცედურები, რომელიც აუცილებელი იყო

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მისი გენერალური დირექტორობის დროს რკინიგზაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შესამოწმებლად იყო შესული. ასე უპასუხა მამუკა ბახტაძემ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ დასჭირდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სასამართლოში სარჩელის შეტანა იმის შესახებ, რომ რკინიგზა შეემოწმებინა.

“ჩემი გენერალური დირექტორობის პერიოდში, შემოსული იყო აუდიტის სამსახური და ჩვეულებრივად ჩაატარა ის პროცედურები, რომელიც აუცილებელი იყო. 2012 წლის ზაფხულში, მაშინ, როცა რკინიგზამ გამოუშვა თავისი ობლიგაციები ლონდონის ბირჟაზე, აღებული იქნა ვალდებულება, რომ „საქართველოს რკინიგზა“ შემოწმდებოდა მხოლოდ დიდი ოთხეულის აუდიტორის მიერ“, - განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს