მამუკა ბახტაძე - მე ჩემი თანხა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არასდროს გადამირიცხავს

მე ჩემი თანხა არასდროს გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე განაცხადა, რითაც თინა ბოკუჩავას შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, შესწირა თუ არა 2012 წელს 20 000 ლარი „ნაციონალურ მოძრაობას“.

„მე ჩემი თანხა არასდროს გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“. თქვენ, 2012 წელს, „ქართულ ოცნებას“ რომ არ ჰქონოდა საშუალება პარტია ადეკვატურად დაეფინანსებინა, შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აუკრძალეთ. ამას მოჰყვა შემდეგ უკვე საბანკო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილება. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი ფიზიკური ანგარიში იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ იდეოლოგიური თანხვედრის შესახებ დასმული კითხვის პასუხად ბახტაძემ აღნიშნა, რომ ის 2011 წლიდან დღემდე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

„რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას იდეოლოგიურ თანხვედრაზე - მე 2011 წლიდან ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, 2012 წელს ვიყავი დაკავებული ძალიან მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხებით „ქართულ ოცნებაში“ და 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მთელ ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო