რომან გოცირიძე მამუკა ბახტაძეს - თქვენ შეიქმენით იმ 9 წელიწადში - აბსოლუტურად უცნობი ახალგაზრდა გახდით ერთ-ერთი დიდი ფირმის გენერალური დირექტორი

თქვენ შეიქმენით იმ 9 წელიწადში - აბსოლუტურად უცნობი ახალგაზრდა, ჩამოსული მოსკოვიდან, მაგისტრატურიდან, გახდით ერთ-ერთი დიდი ფირმის გენერალური დირექტორი, რომელსაც იმდენი შემოსავალი გაუჩნდა, რომ 20 ათას ლარს სწირავდა „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეკონომიკაში უთანასწორო ვითარება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან გადმოყოლილია. გოცირიძე დაინტერესდა, ვისი შექმნილია ის ეკონომიკური მოდელი, რომელსაც უთანასწორო თამაშის წესები აქვს.

„თქვენ არ გესმით ალბათ, რა არის ეკონომიკური მოდელი. მოდელი შევქმენით ჩვენ. ჩვენ შევქმენით მართლაც თავისუფალი ეკონომიკური მოდელი, რომელმაც შეცვალა შევარდნაძის კორუმპირებული მოდელი. საქართველოში თუ არსებობს უსამართლო სისტემა, ის შეიქმნა ამ 6 წლის განმავლობაში. ბრალს გდებთ სამივე პრემიერს და გთხოვთ დაამტკიცოთ, რომ ეს სისტემა შეიქმნა არა ბოლო 6 წელიწადში, არამედ იმ ცხრა წელიწადში. მოგიყვებით თუ გინდათ იმ ცხრა წელიწადში რა შეიქმნა. თქვენ შეიქმენით იმ 9 წელიწადში, აბსოლუტურად უცნობი ახალგაზრდა, ჩამოსული მოსკოვიდან, მაგისტრატურიდან, გახდით ერთ-ერთი დიდი ფირმის გენერალური დირექტორი, რომელსაც იმდენი შემოსავალი გაუჩნდა, რომ 20 ათას ლარს სწირავდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ შევქმენით სიმდიდრე, მათ შორის თქვენს მიერ შეწირული სიმდიდრე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო