დავით ბაქრაძე - დროებითი მთავრობა შინაარსით, პასუხებით და კომპეტენციითაც სრულიად დროებითი აღმოჩნდა

დროებითი მთავრობა შინაარსით, პასუხებით და კომპეტენციითაც სრულიად დროებითი აღმოჩნდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში მთავრობის მოსმენამ მხოლოდ გააღრმავა ის ნეგატიური შეფასება, რომელიც ამ გუნდის მიმართ არსებობს.

„ვერ მოვისმინეთ ვერაფერი კონკრეტული ვერც პროგრამასთან და ვერც შემადგენლობასთან დაკავშირებით. ვერ გავიგეთ რამდენად მზად არის პრემიერი შეცვალოს თუნდაც იმავე პროკურორის ნომინირების წესი, რაც საზოგადოებას ასე აწუხებს და ეყოლება საქართველოს ნორმალური პროკურორი თუ კვლავ წულუკიანის დასახელებული იქნება. დროებითი მთავრობა შინაარსით, პასუხებით და კომპეტენციითაც სრულიად დროებითი აღმოჩნდა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს