ამბროლაურის მერია - მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, ამბროლაურის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია

მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, - ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ამ მიმართულებით ხორციელდება სამედიცინო და სოციალური პროგრამები, რომლებიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობისა და სხვადასხვა შეღავათებით უზრუნველყოფისკენ.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის წახალისების მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებში ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის ერთჯერადი დახმარებით: პირველ და მეორე ახალშობილზე - 400 ლარი, მესამე და მომდევნო ახალშობილზე - 450 ლარი, ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში - 900 ლარი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან ( სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე კი ერთჯერადი ფინანსური დახმარებით - 400 ლარი.

,,საყოველთაო დაზღვევისა“ და სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამის პარალელურად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსახლეობისთვის შემუშავებული აქვს სამედიცინო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ქირურგიული ოპერაციების, სხვადასხვა სამედიცინო კვლევების, მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსებისკენ.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში არსებული ფინანსური რესურსების ფარგლებში, მერია განაგრძობს ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური შეღავათებით უზრუნველყოფას. კერძოდ, ხორციელდება მარჩენალდაკარგული ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, უსახლკაროების, ხანძრით დაზარალებულების და სხვა საჭიროებების მქონე ოჯახების დახმარება.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პერიოდულად, ადგილზე მიმდინარეობს უფასო სამედიცინო კონსულტაციები, სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები, ქირურქიული ოპერაციები და მოსახლეობის საჭიროების შესაბამისი სხვა სახის აქციები“, - ნათქვამია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს