„საქართველოს ბანკმა“ პროექტ „ბიზნეს კაფეს“ ფარგლებში შეხვედრა გამართა

„საქართველოს ბანკმა“, ბიზნეს პროექტის - „ბიზნეს კაფეს“ ფარგლებში რიგით მესამე შეხვედრა გამართა, რომელიც მამების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

საკონსულტაციო კომპანია „ინსორსისა“ და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებული მესამე შეხვედრის თემა იყო: „ჩვენ და მომავალი თაობა“.

ბანკის ინფორმაციით, ღონისძიების სპიკერმა E-space-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სულხან გვალიამ შვილთან ერთად, ასევე „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ შვილთან ერთად ისაუბრეს მამებისა და შვილების თაობებს შორის არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებზე, მამა-შვილურ ურთიერთობებზე.

„პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო მამის საერთაშორისო დღე! სწორედ ამ დღეს დავამთხვიეთ „ბიზნეს კაფეს“ მესამე შეხვედრა, რადგან „საქართველოს ბანკი“ მუდმივად ცდლობს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას კორპორატიულ კლიენტებს, რათა მათ დარჩეთ დრო საკუთარ ოჯახებთან მეტი ურთიერთობისთვის. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა, რადგან საუბარი შეეხო მომავალი თაობის ინტერესებს და გამოწვევებს, ამ პროცესებში კი მშობლების თაობის თანამონაწილეობას. ჩვენ განვაგრძობთ, საინტერესო თემებზე შეხვედრებს, რადგან მნიშვნელოვანია ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება და წარმატების ისტორია, გაუზიარონ ერთმანეთს, იმსჯელონ ბიზნესის სფეროს მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებთან დაკავშირებით“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ვასილ ხოდელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა