გიორგი ტყემალაძემ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მიმდინარე საქმეთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრი დავით უთმელიძე ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდნენ, სადაც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მიმდინარე საქმეთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს. გიორგი ტყემალაძე კომიტეტის სრულუფლებიანი წევრია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკრებულოდან აცნობეს, სხდომაზე კომიტეტის წევრებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა მომავალი თაობის სოციალური უფლებების დაცვაში ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლი, მიგრაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა. განსახილველ საკითხთა შორის იყო ასევე ევროპის საბჭოს სხვადასხვა სტრუქტურებს შორის თანამშრომლობა.

კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ადგილობრივი და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი. კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა