საზოგადოებრივი ადვოკატები მოქალაქეებს ლტოლვილის სტატუსის მიღებაში ეხმარებიან

20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა, რომელიც 2000 წლიდან აღინიშნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იურიდიული დახმარების სამსახურიდან აცნობეს, 2016 წლიდან დღემდე საზოგადოებრივმა ადვოკატებმა აწარმოეს 536 საქმე და მათი უდიდესი უმრავლესობა წარმატებით დასრულდა.

„შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსი რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო. იურიდიული დახმარების სამსახური, საჭიროების შემთხვევაში, მათ სამართლებრივი კონსულტაციით ეხმარება სოციალური დაცვის გარანტიის მიღებაში, რაც გულისხმობს, თავშესაფრებში განთავსებას, განათლების, ჯანდაცვის, კომპენსაციის მიღების უფლებას და ა.შ. თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვა იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთ მიმართულება გახდა მას შემდეგ, რაც საქართველომ გაატარა რეფორმები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებელობის მოსაპოვებლად“, - აცხადებენ იურიდიული დახმარების სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში 60 მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირია, მათ შორის, 20 მილიონამდე ლტოლვილი, რომლებიც იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა ომისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და მოეთხოვათ თავშესაფარი უსაფრთხო ქვეყნებში. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც.

„ბოლო წლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და განსაკუთრებით დედაქალაქში მყოფ უცხოელებს შორის გვხვდება ასეულობით თავშესაფრის მაძიებელი პირი. საქართველოში 1998 წელს მოხდა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ “ჟენევის 1951 წლის კონვენციასა და მის 1967 წლის დამატებით ოქმის რატიფიცირება, რის შემდეგაც ქვეყანამ ლტოლვილთა დაცვის ვალდებულება აიღო. 2016 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება გახდა სწორედ თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა, ჰუმანიტარული და დროებითი დაცვის სტატუსის მქონე პირთა უფლებების დაცვა. იურიდიული დახმარების სამსახურს, ჩვენს ქვეყნაში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მისაღებად, ძირითადად, აზიისა და აფრიკის წარმომადგენლები მიმართავენ. იურიდიული დახმარების სამსახური თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ დავებზე უფასო საადვოკატო მომსახურებას (სასამართლოში წარმომადგენლობას) ახორციელებს, მიუხედავად მათი გადახდისუუნარობისა“, - აცხადებენ იურიდიული დახმარების სამსახურში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო