ანტვერპენის პორტის საბაჟო სამსახურმა ირანიდან ჩასული გემის შემოწმებისას 1 ტონამდე ჰეროინი აღმოაჩინა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენის პორტის საბაჟო სამსახურმა ირანიდან ჩასული ერთ-ერთი გემის შემოწმებისას 1 ტონამდე ჰეროინი აღმოაჩინა. ამის შესახებ ქალაქის პროკურატურის წარმომადგენელმა კენ ვიტპასმა განაცხადა.

„ერთ-ერთი კონტეინერის კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად აღმოვაჩინეთ 57 ტომარა, რომლებშიც საერთო ჯამში 954 კილოგრამი ჰეროინი იყო“, - განაცხადა ვიტპასმა.

მისივე თქმით, ეს ანტვერპენის პორტში დაფიქსირებული ჰეროინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტიაა, მისი ღირებულება კი დაახლოებით 55 მილიონ ევროს შეადგენს.

გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო