კახა კალაძე თბილისის მცხოვრებლებს საყოველთაო გარბენში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერია 22 ივნისიდან თვის ბოლომდე კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვას აანონსებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დედაქალაქის მოსახლეობასა და სტუმრებს ღონისძიებებში ჩართვის საშუალება ექნებათ.

"24 ივნისს, თბილისის მერიის ინიციატივით, პირველად გაიმართება მარათონი- „თბილისი“, რომელიც ემსახურება ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას.

გარბენში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს. მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, ჩაერთოთ გარბენში.

მარათონი სტარტს აიღებს ვაკის პარკიდან კვირას, 09:00 საათზე და დასრულდება თავისუფლების მოედანზე. მინდა მოვუწოდო სპორტსმენებს, მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, ხელი შეუწყონ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და ავუხსნათ საზოგადოებას ეს რამდენად მნიშვნელოვანია",- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომელიც ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

"მინდა გაცნობოთ, რომ ზაფხულის სეზონის განმავლობაში თბილისის მერიის ინიციატივით ხორციელდება პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომელიც ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას არაერთი საინტერესო კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ხასიათის ღონისძიებას სთავაზობს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს.

22 ივნისს იწყება ფესტივალი TBILISI OPEN AIR ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და გაგრძელდება 24 ივნისის ჩათვლით. ასევე, 22 ივნისს, 19:00 საათზე, „რუსთაველის“ მეტროსთან გაიმართება მერიის ერთ-ერთი სახელოვნებო სკოლის აღსაზრდელების და პროექტ „ნიჭიერში“ გამარჯვებული, ბიჭუნათა კაპელას კონცერტი; ასევე გაიმართება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერების ფოტოასლების ღია ექსპოზიცია რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან", რომელიც მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება, 30 ივნისის ჩათვლით.

ასევე, 23 ივნისს სპორტული ღონისძიებები ლისის ნაცვლად გაიმართება კუს ტბაზე. სპორტული სამყარო, საერთაშორისო ოლიმპიელთა დღეს აღნიშნავს და გაიმართება არაერთი სპორტული ღონისძიება. სტუმრებს და ნებისმიერ მსურველს შეუძლიათ მობრძანდნენ და მიიღონ მონაწილეობა.

23 ივნისს, ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი, გორის ქალთა გუნდის კონცერტი გაიმართება, პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, 9 აპრილის ბაღში - ცისფერ გალერეასთან,19:00 საათზე.

ასევე, 24 ივნისს, 20:00 საათზე, ვერის ბაღში მხატვრული ფილმის „სინემა პარადისო“ ჩვენება გაიმართება. შემდეგი კვირიდან ჩვენი ღია კინოთეატრი ათივე რაიონში გამართავს კინო ჩვენებებს და ასევე სხვადასხვა რეჟისორებთან შეხვედრებს. მგონია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საკმაოდ კარგი წამოწყებაა.

ასევე, 24 -ში დილიდან კვლავ შეგიძლიათ ეწვიოთ ფესტივალ TBILISI OPEN AIR ლისის ტბაზე.

გარდა ამისა, 24 ივნისს, 12:00 -19:00 საათამდე, TBILISI FLEA MARKET გაიმართება დედაენის ბაღში.

24-ში, საღამოს გაიმართება "ქუჩის ბიჭების" კონცერტიც ვაკის პარკში. აქაც შეგიძლიათ მოხვიდეთ და გაერთოთ. ეს ღონისძიებები ყოველ კვირას იქნება პარასკევიდან კვირის ჩათვლით სხვადასხვა ლოკაციაზე. ინფორმაციას მოსახლეობასაც მივაწვდით, რადგან მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თბილისში კარგი რამ ხდება და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და ისიამოვნოს",- განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა