საკონსტიტუციო სასამართლო ნარკოტიკებთან დაკავშირებით მოქალაქეების სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მოქალაქეების - ნოე კორსავას და გიორგი გამგებელის სარჩელს განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილავს. დავის საგანია დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა - შენახვა, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ითვალისწინებს. მოსარჩელე მხარის იურისტები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები მსჯავრდებული არიან ნარკოტიკული ნივთიერება მეტამფეტამინის უკანონო შეძენა - შენახვისთვის.

მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არასკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ მეტამფეტამინს არ გააჩნია მცირე და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები, რის გამოც მისი ნებისმიერი ოდენობა, რომელიც არ აღემატება 1 გრამს, წარმოადგენს დიდ ოდენობას.

როგორც მოსარჩელე მხარე ამბობს, 0,00000126 გრამს და 0,0003 გრამს იწონის მეტამფეტამინის მოსახმარად გამოყენებულ შპრიცში დარჩენილი ანაფხეკები, რომელთა შეუიარაღებელი თვალით დანახვა, მით უფრო მათი მოხმარება შეუძლებელია. როგორც საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძე აცხადებს, აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა და შენახვა საზოგადოებისთვის საშიშროების მქონე ქმედებას არ წარმოადგენს.

მისივე თქმით, სადავო ნორმა საქართველოს კონსიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს ეწინააღმდეგება.

"ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც თვალით არის უხილავი და არათუ მისი გასაღება არამედ მისი მოხმარებაც არის შეუძლებელი, ამ ქმედების დასჯადობა არანაირი გონივრული მოსაზრებებით არ არის გამართლებული და ჩვენი კანონმდებლობა სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან რვა წლამდე. მიგვაჩნია, რომ ეს სასჯელი არის ღირსების შემლახავი და ეწინააღმდეგება სსკ მე-17 მუხლის მეორე პუნქტს",- განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა