გიორგი კახიანი - მამუკა ბახტაძის სახით ქვეყანას კარგი პრემიერ-მინისტრი ეყოლება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, მამუკა ბახტაძის სახით ქვეყანას კარგი პრემიერ–მინისტრი ეყოლება.

„მამუკა ბახტაძემ ქვეყნის განვითარების თავისი ხედვა წარმოადგინა, მან პრიორიტეტებზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი ეკონომიკის სფეროზე გაკეთდა. ეს ყველაფერი სწორი ხედვაა და ბახტაძის სახით, ქვეყანას ძალიან კარგი პრემიერი ეყოლება“, –განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისივე განცხადებით, უმრავლესობა დღეს მთავრობას ნდობას გამოუცხადებს, მოგვიანებით კი, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება.

„უმრავლესობა დღეს მთავრობას ნდობას გამოუცხადებს, მოგვიანებით კი, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება. ამის შემდეგ მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენა შემცირებული სამინისტროების გათვალისწინებით მოხდება. მთავრობის ახალ შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება დაახლოებით სამი კვირის შემდეგ მოხდება“,–განაცხადა გიორგი კახიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა