ირაკლი შავიშვილი - მამუკა ბახტაძის ინიციატივები უფრო პოპულისტური მგონია

ექსპერტ ირაკლი შავიშვილის შეფასებით, ეკონომიკურ წინსვლასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის ინიციატივები უფრო პოპულისტურია.

შავიშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბახტაძის მიერ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას გაჟღერებული რამდენიმე ინიციატივა შეაფასა, მათ შორის მცირე მთავრობის კონცეფცია და საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა ყველა გადამხდელისთვის 2013 წლის 1-ელ იანვრამდე.

“მე უფრო პოპულისტური განცხადებები მგონია, რადგან მთავრობის შემცირება არ ნიშნავს მინისტრების რაოდენობის შემცირებას. წესით, ეს უნდა ნიშნავდეს ბიუროკრატიული აპარატის შემცირებას, მაგრამ ვნახოთ, როგორ იქნება. რაც შეეხება დავალიანებების ჩამოწერას, ეს ის 5 წლის წინანდელი დავალიანებებია, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები ისედაც ვერ იღებენ და ამ განცხადებით უბრალოდ საგადასახადო ორგანოს გეგმებში ხდება კორექტირება, მეტი არაფერი“, - განაცხადა შავიშვილმა.

მისივე თქმით, არ ელოდება, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ გაჟღერებული ინიციატივებით ქვეყნის ეკონომიკა „უკეთესი იქნება“.

“მე დიდ და სწრაფ ზრდას არ ველოდები, რადგან ჩვენ მემარცხენე ხელისუფლება გვყავს და მემარცხენე პირობებში ეკონომიკის სწრაფი ზრდა არ ხდება“, - განაცხადა შავიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ გუშინ პარლამენტში, სამთავრობო პროგრამა წარადგინა, რომლის მთავარი კონცეფცია მცირე მთავრობის შექმნაა. ბახტაძის განმარტებით, აღნიშნული არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების შემცირებას და მცირე მთავრობის ფარგლებში თანხების გამოთავისუფლებაც მოიაზრება. ამასთან, პრემიერობის კანდიდტმა რამდენიმე ახალი ინიციატივაც გააჟღერა. კერძოდ, მთავრობა გეგმავს ახალი საბაჟო და სასაგადასახადო კოდექსის შექმნას, ასევე, სრულად ჩამოეწერება საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს, 2013 წლის 1-ელ იანვრამდე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო