სერგო რატიანი - ამ მთავრობას არ შესწევს უნარი სიღარიბე და უმუშევრობა დაძლიოს

ამ მთავრობას არ შესწევს უნარი დაძლიოს ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევები - სიღარიბე და უმუშევრობა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერის პოსტზე წარმოდგენილია ადამიანი, რომლის სახელთანაა დაკავშირებული წარუმატებლობები, როგორც „საქართველოს რკინიგზაში“, ისე მთავრობაში და ეკონომიკურ ბლოკში.

„გარდა ამისა, ძალოვანი უწყებების მინისტრებად წარმოდგენილი ჰყავს ადამიანები, რომელთა გამოც იყო ბოლო დროს მთავარი უკმაყოფილება საზოგადოების მხრიდან. ესენი არიან წულუკიანი და გახარია. ჩვენი პოზიცია ამ მთავრობის მიმართ ცნობილია, თუმცა ამ მთავრობის მხრიდანაც კი წულუკიანის წარმოდგენა მინისტრის კანდიდატად არის თავხედობა და ბიძინა ივანიშვილის პირობებში არაფერი შეიცვლება.

ღარიბაშვილმა ერთ საათში გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა უთხრა. დაახლოებით 24 საათი დასჭირდა კვირიკაშვილს, რომ გადამდგარიყო, მე არ მგონია, რომ ნახევარ საათს გაქაჩავს მომავალი პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი“,- განაცხადა სერგო რატიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა