გია ხუხაშვილი - ვფიქრობ, მამუკა ბახტაძეს ეკონომიკური განვითარების სწორი მიმართულება აქვს

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ის სისტემური პრობლემები, რაზეც მამუკა ბახტაძე ყურადღებას ამახვილებს და რა მიმართულებითაც არის კონცენტრირებული, აბსოლუტურად სწორია.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხუხაშვილმა ბახტაძის ეკონომიკური ინიციატივების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

“ვფიქრობ, მას აქვს სწორი მიმართულება. ის სისტემური პრობლემები, რაზეც ყურადღებას ამახვილებს და რა მიმართულებითაც არის კონცენტრირებული, აბსოლუტურად სწორია. ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას განსაზღვრავს საშუალო ფენა. საშუალო ფენის ფორმირება კი ხდება მცირე და საშუალო ბიზნესიდან. ფაქტობრივად, მისი ინიციატივები მიმართულია იქით, რომ მსხვილი მოთამაშეების დომინირება დასრულდეს და წვრილი და საშუალო ბიზნესი გახდეს კონკურენტული. სწორედ აქეთ არის კონცენტრირებული მისი რეფორმები. ეს ინიციატივები მას პირველად არ გაუხმოვანებია. რამდენიმე თვეა ამას ამბობს, იგივე სტარტაპებთან მიმართებაში, საბანკო სექტორის გარკვეულ ფარგლებში მოქცევასთან დაკავშირებით და საერთოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის რეგულირების მიმართულებით მას ჰქონდა რამდენიმე საკმაოდ საინტერესო წინადადება. სხვა საკითხია ის, თუ როგორ ვიხილავთ ამ ყველაფერს აღსრულებაში. აქ ქვეყანას არ აქვს მაინცდამაინც კარგი გამოცდილება, ხშირ შემთხვევაში კეთილ სურვილებად დარჩენილა ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა. იმედი ვიქონიოთ, რომ სისტემური ცვლილებები მოხდება ხედვებშიც და აღსრულებაშიც“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, კვირიკაშვილის პერიოდში ეკონომიკაში დომინირება დაიწყეს ბანკებმა, რაც ძალიან სახიფათო იყო ეკონომიკური განვითარებისთვის.

“ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი განსაზღვრავდნენ, გარკვეულწილად კონფლიქტში შედიოდა ბახტაძის შეხედულებებთან, რადგან კვირიკაშვილის პერიოდში ჩვენ ვნახეთ, რომ ეკონომიკაში დომინირება დაიწყეს ბანკებმა, ხოლო ეს ძალიან სახიფათოა ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს არ ხდებოდა კვირიკაშვილის გარეშე და შესაბამისად, ფინანსთა მინისტრს იმის კომფორტი არ ჰქონდა, რომ ამისთვის სერიოზული წინააღმდეგობა გაეწია. ახლა მას უკვე აქვს კარტბლანში, რომ რეალურ ცხოვრებაში მოახდინოს იმ ყველაფრის დანერგვა, რაზეც საუბრობს“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ გუშინ პარლამენტში, სამთავრობო პროგრამა წარადგინა, რომლის მთავარი კონცეფცია მცირე მთავრობის შექმნაა. ბახტაძის განმარტებით, აღნიშნული არ გულისხმობს მხოლოდ სამინისტროების შემცირებას და მცირე მთავრობის ფარგლებში თანხების გამოთავისუფლებაც მოიაზრება. ამასთან, პრემიერობის კანდიდტმა რამდენიმე ახალი ინიციატივაც გააჟღერა. კერძოდ, მთავრობა გეგმავს ახალი საბაჟო და სასაგადასახადო კოდექსის შექმნას, ასევე, სრულად ჩამოეწერება საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს, 2013 წლის 1-ელ იანვრამდე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა