ნაზი ჯანეზაშვილი აპირებს სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს საჩივრით მიმართოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აპირებს, რომ საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს საჩივრით მიმართოს. როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის ეს იქნება ერთგვარი ტესტი იმისა, თუ რამდენად ობიექტურ დასკვნას წარმოადგენს დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე.

ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, სერგო მეთოფიშვილი ხშირად არღვევს მოსამართლეთა ეთიკის წესს და აქედან გამომდინარე, ჯანეზაშვილი ცინცაძეს შესაბამისი განცხადებით მიმართავს.

"მე ვაპირებ, რომ მივმართო დამოუკიდებელ ინსპექტორს სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან ხშირად არღვევს მოსამართლეთა ეთიკის წესებს, ჩემს შემთხვევაშიც იყო რამდენიმე მაგალითი. მომზადებული მაქვს განცხადება, რომელიც წარედგინება დამოუკიდებელ ინსპექტორს. ეს აუცილებლად იქნება ერთგვარი ტესტი ჩემთვისაც, თუ რამდენად შეძლებს დამოუკიდებელი ინსპექტორი, რომ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მისი ამომრჩეველია და დანიშნა თანამდებობაზე, წარმოადგინოს ობიექტური დასკვნა და ობიექტურად იმსჯელოს, ჩაიდინა თუ არა დისციპლინური გადაცდომა და დარღვევა სერგო მეთოფიშვილმა", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ამასთან, მან სასამართლო სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"დამოუკიდებელი ინსპექტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი საქართველოში. მას შემდეგ რაც ქეთევან ცინცაძე ავირჩიეთ დამოუკიდდბელი ინსპექტორის თანამდებობაზე, ვფიქრობ, რომ დასკვნების ხარისხი, პირველადი მასალები, რომელიც მზადდება მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომების შესახებ, არის ბევრად უკეთესი. რაც შეეხება იმას, როგორ განვითარდა პრაქტიკა ამის შემდეგ, ეს რა თქმა უნდა, ჩვენზეც არის დამოკიდებული. ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, ეს არის გადატვირთულობა", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო