ამჟამად საქართველოში წითელას 1000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს. პაატა იმნაძის განცხადებით, ზოგიერთ წითელას ახალი შემთხვევებიცაა დაფიქსირებული.

„წითელას პროფილაქტიკა ყველაზე ადვილია. ვაქცინაციაა საჭირო და აღარ დაგვემართება. დღეს უკვე საქართველოში წითელას 1000-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს და არ ჩერდება. პირიქით, იმერეთში, სამეგრელოში ახალი შემთხვევებიც არის, თბილისშიცაა ცოტა. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას. ბავშვი თუ არ არის აცრილი, უნდა აცრან. ეს ეხება განსაკუთრებით მათ, ვინც დაორსულებას აპირებს, რადგან სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევა გვაქვს, როდესაც დედა არაა იმუნური, ბავშვს აჩენს არაიმუნურს, ბავშვს ემართება წითელა“, - განაცხადა იმნაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს