პალესტინელმა რადიკალებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 45 რაკეტა გაუშვეს

პალესტინელმა რადიკალებმა ღაზას სექტორიდან გასული ღამის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით სულ მცირე 45 რაკეტა გაუშვეს. 7 რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, 3 კი დასახლებულ პუნქტებში, მათ შორის ერთი საბავშვო ბაღში ჩამოვარდა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონატან კონრიკუსმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ღამითვე ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ღაზას სექტორში ორგანიზაცია „ჰამასის“ 25 სამხედრო სამიზნეზე მიიტანეს იერიში.

„ამ ობიექტებს შორის არის „ჰამასისთვის“ ძალიან ღირებული, მათ შორის მიწისქვეშა საწვრთნელი ბანაკი. ყველაფერზე, რაც ღაზას სექტორში ხდება და აგრესიის ყველა აქტზე პასუხისმგებლობა სწორედ „ჰამასს“ ეკისრება“, - განაცხადა კონრიკუსმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა