იმერეთში "გაიცანი საქართველოს" პრესტური მოეწყო

ქუთაისის და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პრესტური მოეწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კამპანია ,,გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში სხვადასხვა ტელეკომპანიებისა და გამოცემების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისათვის იმერეთში ორდღიანი ტური გაიმართა.

პრესტურში მედიასაშულებების 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ტურის პირველ დღეს ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა ქუთაისში ბაგრატი, გელათი, მოწამეთა დაათვალიერეს, ასევე ეწვივნენ ზ.ფალიაშვილის მუზეუმს და ოქროს ჩარდახს, დაათვალიერეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი. მეორე დღეს მედიის წარმომადგენლები სათაფლიის ნაკრძალს და ოკაცეს კანიონს ესტუმრნენ.

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო“ 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს