მამუკა ბახტაძე - სამთავრობო პროგრამასთან დაკავშირებით გუშინ მნიშვნელოვანი შენიშვნები ვერ მოვისმინეთ

პარლამენტში გამართულ გუშინდელ შეხვედრებზე, სამთავრობო პროგრამასთან დაკავშირებით ვერ მოვისმინეთ მნიშვნელოვანი შენიშვნები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც დროებითი მთავრობის დამტკიცების საკითხს განიხილავენ.

მისი თქმით, გუშინდელი შეხვედრები საზოგადოებისთვის იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვითარდება არსებული პოლიტიკური კომუნიკაცია.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ კონკრეტულ პროგრამაზე ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა. უფრო მეტიც, ჩვენ მოვისმინეთ ბევრი ისეთი ბრალდება, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, მათ შორის, ვითომ აუდიტის სამსახურს არ ჰქონდა უფლება და ვერ შევიდა რკინიგზაში კონკრეტული აუდიტორული დასკვნის დასადებად. 2017 წელს აუდიტის სამსახურს აქვს ეს დასკვნა დადებული და შეგიძლიათ იხილოთ“, - განაცხადა ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს