ძლიერმა წვიმამ დუშეთის სოფლებში მისასვლელი გზები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და სასმელი წყლის სათავე ნაგებობები დააზიანა

ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა დუშეთის მუნიციპალიპალიტეტის სოფლებში მისასვლელი გზები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და სასმელი

წყლის სათავე ნაგებობები მნიშვნელოვნად დააზიანა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებდნენ.

სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი ლევან ზაუტაშვალი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილეები გიორგი თანიაშვილი და ზაქარია ხეხელაშვილი, ასევე მერის წარმომადგენელი დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილი და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ხორციელდება გაწმენდითი სამუშაოები.