მამუკა ბახტაძე - არავინ აპირებს ფოკუსირებას „იმ ცხრა წელზე“, ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მომავალზე

არავინ აპირებს ფოკუსირებას იმ ცხრა წელზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მომავალზე და კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

მამუკა ბახტაძის თქმით, სამთავრობო პროგრამა კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული და მას სურს მოისმინოს შინაარსობრივი დისკუსია ამ პროგრამასთან დაკავშირებით.

„ჩემი მთავარი გზავნილი არის ის, რომ არავინ აპირებს ფოკუსირებას იმ ცხრა წელზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მომავალზე და კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, თუ როგორ მოვახერხოთ იმ ძირითადი გამოწვევების გადაჭრა და გამკვლავება, რაც დღეს არის ჩვენი ერისა და ჩვენი ხალხის წინაშე. აქედან გამომდინარე პროგრამა არის კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული და მე ვისურვებდი, რომ დისკუსია იყოს წარმართული შინაარსობრივად, ვინაიდან პირველ რიგში, მმართველი ძალისთვის და მთავრობისთვის იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუ არსებობს ხარვეზები ამ პროგრამაში, კონკრეტულად ვნახოთ, რაშია ეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო