აჭარის მთავრობა - ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ სტადიონზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან ერთად დაათვალიერა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სტადიონზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს და პარალელურად დაწყებულია მეორე სართულის კოლონების დახურვა 4 სექტორში.

„ექვსი თვის წინ ჩვენ ყველამ ერთად საფუძველი ჩავუყარეთ რეგიონისთვის მართლაც ისტორიულ პროექტს - ბათუმის სტადიონის მშენებლობას. როგორც ხედავთ, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დღეს, უკვე, დაწყებულია მეორე სართულის კოლონების მოწყობა. საერთაშორისო სტანდარტების UEFA-ს IV კატეგორიის სტადიონი არა მხოლოდ ფეხბურთის თამაშების, არამედ საერთაშორისო დონის კონცერტების, გამოფენებისა და ღონისძიებების მასპინძელი იქნება“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სექტემბრიდან ლითონის კონსტრუქციების სამუშაოების დაწყება იგეგმება, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს.

„სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული და რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის, ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო პროცესში 250 ადამიანია დასაქმებული. ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.

სტადიონის მშენებლობას ასევე ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი გაეცნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა