მამუკა ბახტაძე - მცირე მთავრობის კონცეფცია აუცილებელი პირობაა, რომ სამთავრობო პროგრამა სწრაფად და ეფექტურად განვახორციელოთ

მცირე მთავრობის კონცეფცია აუცილებელი პირობაა, რომ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა სწრაფად და ეფექტურად განვახორციელოთ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა.

ბახტაძის შეფასებით, მმართველობითი ორგანოები მეტ ეფექტურობასა და მეტ ოპერატიულობას საჭიროებს.

“ჩვენ პრობლემების აღიარებას არ გავურბივართ. გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ გავუმკლავდეთ სიღარიბეს, როგორც ყველაზე დიდ გამოწვევას, რათა ხალხი ამ გაჭირვებიდან ამოვიყვანოთ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული იმ რეალური პრობლემის გადაწყვეტაზე, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში. დღეს ჩვენი მმართველობითი ორგანოები საჭიროებენ მეტ ეფექტურობას, მეტ ოპერატიულობას - განსაკუთრებით იმ საკითხში, რასაც ჰქვია ოპერატიულობა გადაწყვეტილების მიღებიდან იმ კონკრეტულ ვადამდე, როცა ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სიკეთე და სერვისი თითოეულ მოქალაქამდე მივა. აქედან გამომდინარე, მე ვამბობ, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია არის აუცილებელი პირობა, რომ სწრაფად და ეფექტურად განვახორციელოთ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა“, - განაცხადა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს.

სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ პარლამენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი მამუკა ბახტაძე აცნობს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა