მამუკა ბახტაძე - უნდა დავნერგოთ ახალი მიდგომები ანტიკორუფციულ მიმართულებაში, ვინაიდან არსებული მიდგომები არის ჩამორჩენილი

ჩვენ უნდა დავნერგოთ ახალი მიდგომები ანტიკორუფციულ მიმართულებაში, ვინაიდან არსებული მიდგომები არის ჩამორჩენილი და ის ვერ პასუხობს ქვეყნის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

მამუკა ბახტაძის თქმით, ეფექტიანი მთავრობის უზრუნველსაყოფად საჭიროა როგორც საზოგადოებრივი, ისე ინსტიტუციური კონტროლის სრულყოფილი მექანიზმების ჩამოყალიბება.

„ჩვენ აუცილებლად უნდა დავნერგოთ ახალი მიდგომები ანტიკორუფციულ მიმართულებაში, ვინაიდან არსებული მიდგომები არის ჩამორჩენილი და ის ვერ პასუხობს დღეს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ამ კუთხით ჩემი აზრით, საუკეთესო გამოცდილება არის ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება და ამავე დროს ინგლისის გამოცდილება, რომლებმაც შექმნეს მართლაც საინტერესო მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ბრძოლა არამხოლოდ უშუალოდ კორუფციულ მომენტებთან, არამედ როგორ უნდა მოხდეს ეფექტურობის ამაღლება პრევენციის კუთხით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო