The Independent - ტერორიზმში ბრალდებული ტერეზა მეისთვის თავის მოკვეთას აპირებდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრზე ტერეზა მეიზე თავდასხმის ორგანიზატორი მისთვის თავის მოკვეთას აპირებდა, - ამის შესახებ გამოცემა The Independent წერს. გამოცემის ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი, 20 წლის ნააიმურ ზაქარია რაჰმანი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან ბომბის აფეთქებას, შემდეგ კი ცრემლსადენი გაზის საშუალებით დაცვის ნეიტრალიზებას და შენობაში შესვლას გეგმავდა.

რაჰმანი გასული წლის ნოემბერში დააკავეს, როდესაც სპეცსამსახურების თანამშრომელი, რომელიც თავს მის თანამოაზრედ ასაღებდა, მას „ასაფეთქებელი მოწყობილობის“ გადასაცემად შეხვდა.

პროკურორის მაიკ ჰეივუდის განცხადებით, ეჭვმიტანილი ტერაქტების სამიზნეებად სამხედრო ობიექტებს და ბრიტანული კონტრდაზვერვის სამსახურის შტაბ-ბინასაც განიხილავდა და მზად იყო თვითმკვლელობისთვის, რათა შემდგომში „72 ქალწულთან ერთად სამოთხეში მოხვედრილიყო“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო