სოფიო ქაცარავა მამუკა ბახტაძეს - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყების შექმნა

სასიცოცხლოდ მნივნელოვანია უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყების შექმნა, - ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილ მამუკა ბახტაძეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ მიმართა.

ქაცარავა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბახტაძის პოზიციით დაინტერესდა.

“კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭო გაუქმდა. შეიქმნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელმაც მხოლოდ კრიზისების მართვის კომპონენტი შეითავსა. კარგად ვხედავთ, თუ როგორი გამოწვევებია ქვეყნისა და რეგიონის წინაშე უსაფრთხოების მიმართულებით. მაინტერესებს, ხომ არ გეგმავთ და რა ხედვა გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყება, რაც ვთვლი, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ქაცარავამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს.

სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ პარლამენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა მამუკა ბახტაძემ გააცნო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს