ზაქარია ქუცნაშვილი გიორგი კანდელაკს - კვირაში ერთხელ თქვენ არ დადიხართ პარლამენტში და პრემიერ-მინისტრი როგორ ივლის?

კვირაში ერთხელ თქვენ არ დადიხართ ბატონო გიორგი პარლამენტში და პრემიერ-მინისტრი როგორ ივლის?, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლას, როდესაც მან პრემიერ-მინისტრობის კანიდატ მამუკა ბახტაძეს პარლამენტში რეგულარულად სიარულთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

„თქვენ ისაუბრეთ ბალტიის ქვეყნების მისაბაძობაზე, რომ ბალტიის ქვეყნებში მოგწონთ სხვადასხვა პრაქტიკა. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და იცით, ესტონეთში რა სიხშირით დადის პრემიერ-მინისტრი პარლამენტში კითხვებზე პასუხის გასაცემად? - კვირაში ერთხელ. გვპირდებით თუ არა, რომ თქვენ, როგორ საპარლამენტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტში საქმიან ვითარებაში, თუნდაც შეზღუდული დროით რეგულარულად ივლით, თუნდაც თვეში ერთხელ?“, - მიმართა კანდელაკმა ბახტაძეს.