ირაკლი სესიაშვილი - მოულოდნელად სასიამოვნო იყო ის, რომ მამუკა ბახტაძემ მოკლე დროში წარმოადგინა სამთავრობო პროგრამა

მოულოდნელად სასიამოვნო იყო ის, რომ მამუკა ბახტაძემ ძალიან მოკლე ვადაში შეძლო წარმოადგინა ის სამთავრობო პროგრამა, რომელიც მოიცავს მართლაც ამბიციურ და ძალიან საინტერესო რეფორმის გეგმას, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილებები ორიენტირებული იქნება ქვეყნის განვითარებაზე.

„ასევე ბუნებრივი მოლოდინი გვაქვს, რომ მამუკა ბახტაძე არის გახსნილი პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი და ეს ეტყობა კიდეც პროცესს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, რაც გვიმცირებს რისკებს და გვიზრდის შესაძლებლობებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება დახვეწილი და ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე“, -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კითხვაზე, ყველა მთავრობა თავდაპირველად იმსახურებს პარლამენტისგან მოწონებას, თუმცა შედეგი არის საპიროსპირო და რა გარანტიაა, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე არ განმეორდება, სესიაშვილი ასე პასუხობს: „ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპს აქვს თავისი გამოწვევა და ყველა ეტაპზე ჩვენ გვჭირდება განსხვავებული მიდგომა. მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი წარმოადგენდნენ პროგრამებს, ის ეფუძნებოდა იმ მოთხოვნებს და გამოწვევებს, რაც იმ პერიოდში იყო, მე მომწონს და მივესალმები, იმ გარემოებას, რომ ჩვენი ქვეყანა არა ხელოვნურად, არამედ ბუნებრივად დემოკრატიულად ვითარდებოდა და ამას აქვს ის უპირატესობა, რომ ჩვენ ხელოვნურად არ ვქმნით რაღაც გეგმებს, არამედ ეს ეფუძნება რეალობას. ის გეგმები, რაც იყო განხორციელდა წარმატებით, თუმცა უნაკლო და შეცდომის გარშე არც ადამიანია, არც მთავრობა და არც ხელისუფლება, ამიტომ ჩვენ სწორად ვაფასებთ შეცდომას და ამაზე რეაგირებას ვახდენთ, ესეც პოზიტივის და ტენდენციის მანიშნებელია“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო