მამუკა ბახტაძე - ვფიქრობ, გვაქვს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ექსპორტის პოტენციალი, რომელსაც სჭირდება რეალიზაცია

ვფიქრობ, გვაქვს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ექსპორტის პოტენციალი, რომელსაც სჭირდება რეალიზაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს ამ კუთხით მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს და ამ პოტენციალს აუცილებლად სჭირდება რეალიზაცია.

„მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს „ტოტალური თავდაცვის“ კონცეფციის შემუშავება-დამტკიცებას, სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბებას, რომლის საპილოტე პროექტი წელს დაიწყება, აგრეთვე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ექსპორტის პოტენციალის გაზრდას ამ კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი და ამ პოტენციალს აუცილებლად სჭირდება რეალიზაცია. ამასთან ერთად, თავდაცვის მიმართულება ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მიიღებს მშპ-ის 2%-ს, რაც არის სწორედ ნატოს სტანდარტი“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო