დავით ჭიჭინაძე - მამუკა ბახტაძის პროგრამაში პრობლემების მოგვარების ხედვა დევს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამა მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის პროგრამაა. ჭიჭინაძე ასევე თვლის, რომ მცირე მთავრობის რეფორმა ზუსტად არის მორგებული იმაზე, რომ დაზოგილი თანხები წავიდეს სოციალურ მიმართულებაზე .

„ვფიქრობ, რომ მცირე მთავრობის რეფორმა ზუსტად არის მორგებული იმაზე, რომ დაზოგილი თანხები სოციალურ მიმართულებაზე წავა. მამუკა ბახტაძის პროგრამაში პრობლემების მოგვარების ხედვა დევს, ეს არის პირველი ეტაპი და გაგრძელდება. მთავარია, პროცესი დაიწყო და ის კანონები მიღებული იქნება, რომელიც იმ განუკითხაობას შეზღუდავს, რაც სახელმწიფოში არსებობს. უპროგრამო პრემიერ-მინისტრი არ გამიგია, მაგრამ, შემდეგ როგორ და რანაირად აღასრულებს, ეს გამოჩნდება. ვფიქრობ, რომ ძალისხმევას მაქსიმალურად არ დაიშურებს, რომ ეს პროგრამა შეასრულოს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა