მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ღონისძიება გამართა

ნონა გაფრინდაშვილის თასის ტურნეს ფარგლებში, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ღონისძიება გამართა. ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, რუსთავის საკრებულოს დეპუტატები: დავით იშხნელი, ბონდო მამულაშვილი, პროფესიონალი და მოყვარული მოჭადრაკეები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა ტურნირი ჭადრაკში, ასევ გაიმართა სპორტული ვიქტორინა საჭარდაკო თემატიკაზე.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, საჭადრაკო ტურნირის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საქართველოს ჩემპიონთან, ეროვნული ნაკრების წევრ და საერთაშორისო დიდოსტატ ლუკა პაიჭაძესთან ეთამაშათ ჭადრაკი. აქტივობაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ვიქტორინასა და ტურნირში გამარჯვებულებს, სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.

1998 წელს, მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, ფიდემ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალის, ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის თასი დააწესა, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში ჯამში საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა.

„ნონას თასი“ უკვე საქართველოშია და 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივით, საქართველოს ყველა რეგიონში მოგზაურობს. „ნონას თასის“ ნახვის შესაძლებლობა, დღეს რუსთაველებსაც ჰქონდათ. 2018 წლის 23 სექტემბერიდან, 6 ოქტომბრამდე, საქართველო ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას - საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს. საჭადრაკო ოლიმპიადა სპორტის სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელშიც 190-მდე ქვეყნის წარმომადგენელი 4 000-მდე მოჭადრაკე და სხვა ოფიციალური პირი ღებულობს მონაწილეობას.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების უფლება, საქართველომ 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში მოიპოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო