მამუკა ბახტაძე - დღეს სოფლის მეურნეობაშიც არსებობს რეგულაციები, რომელიც ნამდვილად არ უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას

ჩვენი შემოთავაზებაა, დღგ-სგან გათავისუფლდეს არა მარტო რძის მიწოდება, არამედ ნატურალურისგან დამზადებული ყველა პროდუქტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

ბახტაძის თქმით, დღეს სოფლის მეურნეობაშიც არსებობს რეგულაციები, რომელიც ნამდვილად არ უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

„სოფლის მეურნეობაშიც არსებობს რეგულაციები, რომელიც ნამდვილად არ უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას. აქ ჩვენი შემოთავაზებაა, რომ დღგ-სგან გათავისუფლდეს არა მარტო რძის მიწოდება, არამედ ნატურალურისგან დამზადებული ყველა პროდუქტი. გუშინ მე წავიკითხე რამდენიმე ე.წ. ექსპერტის მოსაზრება ამასთან დაკავაშირებით და ბევრმა ეს არ ჩათვალა საინტერესო რეფორმად. მეგობრებო, სწორედ ასეთი რეფორმები განაპირობებს იმას,რომ ჩვენ გლეხს მივცეთ მეტი შემოსავალი. ეს რეფორმა რას ნიშნავს სინამდვილეში? - ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მაღალ ფასში ჩააბაროს ნატურალური რძე და მიიღოს დამატებითი შემოსავალი, ეს ნიშნავს იმას, რომ მწარმოებლები შეძლებენ, გადავიდნენ ნატურალურ რძეზე, ნაცვლად დღეს არსებული რძის ფხვნილისა, რომლის 100 % არის იმპორტირებული.

მე მინდა შეგახსენოთ ეს ყველაფერი და მესამე და ყველაზე მთავარი, ალბათ, - მოსახლეობა მიიღებს ნატურალური რძისგან დამზადებულ პროდუქტებს. ასეთი მაგალითი ძალიან ბევრია, მაგრამ ვინაიდან გუშინ ჩვენ მოვისმინეთ სრულიად არასერიოზული კომენტარები ამასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე მე გავაკეთე ეს კომენტარი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს