მამუკა ბახტაძე - ბიზნესისთვის, რომელიც პენიტენციურ სისტემაში სამუშაო ადგილებს შექმნის, დამატებითი საგადასახადო შეღავათები გვექნება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, სასჯელაღსრულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ისაუბრა.

„მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა სასჯელაღსრულების სისტემაში. კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, შესაძლებელი გახდება მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან სასჯელის მოხდიდან ვადამდე ადრე გათავისუფლება ნამუშევარი დღეების პროპორციულად.

სახელმწიფოს ხელშეწყობით, მსჯავრდებულთა დასაქმებისა და რესოციალიზაციის მიზნით პენიტენციურ სისტემაში, კერძო ბიზნესი შექმნის სამუშაო ადგილებს, რისთვისაც ჩვენ გვექნება დამატებითი საგადასახადო შეღავათები“, - განაცხადა ბახტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა