დაავადებათა კონტროლის ცენტრში სისხლის დონორის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში სისხლის დონორის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროსა და „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ ხელმძღვანელი პირები, უცხოელი ექსპერტები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, სისხლის დონაციის საერთაშორისო დღე წელს საქართველოში რამდენიმე დღის დაგვიანებით აღინიშნა იმის გამო, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი მისია ტარდება.

„სისხლის დონაციის საერთაშორისო დღეს ჩვენც ტრადიციულად აღვნიშნავთ ხოლმე. მცირე საჩუქრებით ვაჯილდოებთ უანგარო დონორების წვლილს ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაში. ასევე ვცდილობთ, გამოვყოთ ის სისხლის ბანკები, რომლებმაც მეტი უანგარო დონორი მოიზიდა. წელს ცოტა გადავწიეთ ამ დღის აღნიშვნა იმის გამო, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი მისია ტარდება საქართველოში. ესპანეთიდან და ხორვატიიდან გამოცდილი ექსპერტები არიან ჩამოსული, რომლებმაც ჩვენი სისხლის ბანკების მდგომარეობა შეაფასეს და რეკომენდაციებს გვაძლევენ, თუ როგორ უნდა განვავითაროთ სისხლის სამსახური ქვეყანაში, რათა ის უფრო მეტად უსაფრთხო იყოს. მოგეხსენებათ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ქვეყანას ვალდებულება აქვს, რომ 2021 წლამდე სისხლის სამსახურის ჰარმონიზება მოახდინოს ევროკავშირის რეგულაციებთან,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, უცხოელი ექსპერტების საბოლოო დასკვნასა და რეკომენდაციებს საქართველოში არსებულ სისხლის ბანკებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოგვიანებით წერილობით მიიღებს.

დღევანდელ ღონისძიებაზე უანგარო, რეგულარული დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“