გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს ოკუპირებული რეგიონები არ უნდა იყოს დარჩენილი საერთაშორისო მონიტორინგის მიღმა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის - ეუთოს ელჩებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, განიხილეს საქართველოსთვის ეუთოს მხარდაჭერის მნიშვნელობა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების პრობლემატიკას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. იმ საკითხებს, რაც უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების გატაცებას, წამებას, ადამიანის უფლებათა დარღვევას.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლითაც უნდა გააქტიურდეს საერთაშორისო ორგანიზაციების და განსაკუთრებით ეუთოს როლი რეგიონში არსებული უსაფრთხოების კონტექსტში. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, იმას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა იყოს დარჩენილი მონიტორინგის მიღმა. გიორგი მარგველაშვილმა ეუთოს წევრი ქვეყნების ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს რეგიონში და პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ელჩებს იმ დახმარებისათვის, რასაც საქართველო გრძნობს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.

პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებს, დემოკრატიულ გარდაქმნებს და იმას, თუ რა რეფორმები ტარდება ქვეყანაში“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა