მამუკა ბახტაძე - სასამართლოებში კომერციული პალატების შექმნის შედეგად მკვეთრად გაიზრდება მართლმსაჯულების ხარისხი

სასამართლოებში კომერციული პალატების შექმნის შედეგად მკვეთრად გაიზრდება მართლმსაჯულების ხარისხი და სისწრაფე კომერციულ და საგადასახადო დავებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმა განხორციელდეს რაც შეიძლება მოკლე ვადაში.

„მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საერთო სასამართლოების სისტემაში ჩამოყალიბდება კომერციული პალატები და რომლებიც სპეციალიზებული იქნება კომერციული და საგადასახადო საქმეების განხილვაზე - რეფორმის შედეგად მკვეთრად გაიზრდება მართლმსაჯულების ხარისხი და სისწრაფე კომერციულ და საგადასახადო დავებზე.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი ჩვენი ბიზნესისთვის, რომ დღეს საკმაოდ დიდი დრო მიაქვს ამ პრობლემების გადაჭრას. აქედან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმა განხორციელდეს რაც შეიძლება მოკლე ვადაში და ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ის აუცილებლად განხორციელდება უმოკლეს ვადებში.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურების დასახვეწად გატარდება გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმა, რომელიც მოიცავს როგორც სამეწარმეო, ისე სამოქალაქო გადახდისუუნარობას. ამით გაჩნდება მეტი სტიმული საწარმოების რეაბილიტაციისათვის, მეტი გარანტიები კრედიტორთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების უზრუნველსაყოფად.

რა თქმა უნდა, გადახდისუუნარობის სისტემის არქონა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემაფერხებელი ბარიერი იმისთვის, რომ საქართველოში განვითარდეს ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკა და ჯანსაღი საბაზრო ურთიერთობები. აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის დროული მიღება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აქაც, მე მინდა პარლამენტს მხარდაჭერა ვთხოვო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო