მამუკა ბახტაძე - სიღარიბის დაძლევა გადის მცირე ბიზნესის წახალისებაზე

სიღარიბის დაძლევა გადის სწორედ მცირე ბიზნესის წახალისებაზე და მისთვის ისეთი საგადასახადო რეჟიმის შექმნაზე, რომელიც მათ განვითარების საშუალებას მისცემს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება უპრეცედენტო, მცირე ბიზნესისათვის მეგობრული დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი.

„ინკლუზიური ზრდის მისაღწევად ჩვენ განვახორციელებთ რეფორმებს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით, რათა ის იქცეს ეკონომიკური ზრდის, დასაქმებისა და სიღარიბის დაძლევის რეალურ მამოძრავებელ ძალად.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს სიღარიბის დაძლევა გადის სწორედ მცირე ბიზნესის წახალისებაზე და მცირე ბიზნესისთვის ისეთი საგადასახადო რეჟიმის შექმნაზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო განვითარდნენ.

სამწუხაროდ, მთლიან შიდა პროდუქტში დღეს მცირე ბიზნესს აქვს ძალიან პატარა წილი, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი წყარო სიღარიბის, საქართველოში. აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენი რეფორმა ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ მთლიან შიდა პროდუქტში გავზარდოთ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი.

1-ელი ივლისიდან ამოქმედდება უპრეცედენტო, მცირე ბიზნესისათვის მეგობრული დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი, რაც გულისხმობს მინიმალური საგადასახადო განაკვეთის დაწესებას მცირე მეწარმეებისათვის. მცირე ბიზნესისთვის საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შემცირდება ხუთჯერ - 5%-დან 1%-მდე. ასევე, ხუთჯერ გაიზარდება მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა, 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: მამუკა ბახტაძე - ჩვენ არ გავურბივართ პრობლემების აღიარებას და გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავუმკლავდეთ სიღარიბეს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს