მამუკა ბახტაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართული მართლმსაჯულებისადმი თითოეული მოქალაქისა და ზოგადად კერძო სექტორის ნდობა გაიზარდოს

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართული მართლმსაჯულებისადმი თითოეული მოქალაქისა და ზოგადად კერძო სექტორის ნდობა გაიზარდოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით შესაძლებელი გახდება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან ვადამდე გათავისუფლება პენიტენციურ დაწესებულებაში ნამუშევარი დღეების პროპორციულად.

“სახელმწიფოს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა დასაქმებისა და რესოციალიზაცია/კერძო ბიზნესის შექმნის სამუშაო ადგილებით პენიტენციურ სისტემაში, რისთვისაც ჩვენ გვექნება დამატებითი საგადასახადო შეღავათები. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ძლიერი, კვალიფიციური და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია. ამიტომაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასამართლოსადმი ნდობას და შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გაიზარდოს თითოეული მოქალაქისა და ზოგადად კერძო სექტორის ნდობა ქართული მართლმსაჯულებისადმი. მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროში. წარმოდგენილია ძალიან მნიშვნელოვან რეფორმათა პაკეტი, რომელმაც ხარისხობრივად უნდა გაზარდოს ჩვენი პოლიციის საქმიანობა და ის მხარდაჭერილი იქნება შესაბამისი დაფინანსებით. აქ ჩვენ ვგულისხმობთ როგორც მხარდაჭერას ტექნოლოგიების შეძენისადმი, ასევე იმ ახალი ძირითადი საშუალებების შეძენას და დანერგვას, რაზეც იყო საუბარი რეფორმათა პაკეტში. ამასთან ერთად, ჩვენ იცით, რომ გუშინ გავაჟღერეთ, რომ ჩვენ პოლიციელებს გავუზრდით ხელფასს უკვე მომავალი თვიდან, 250 ლარის ოდენობით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა