მამუკა ბახტაძე - ახალი სასწავლო წლიდან დამატებით 7 ათასზე მეტი მასწავლებელი დაიწყებს ახალი სტატუსით საქმიანობას

ახალი სასწავლო წლიდან დამატებით 7 ათასზე მეტი მასწავლებელი დაიწყებს ახალი სტატუსით საქმიანობას და მათი საერთო რაოდენობა გადააჭარბებს 25 ათას ადამიანს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ სერტიფიცირებაგავლილ პედაგოგებზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძეს სერტიფიცირებაგავლილ პედაგოგებსა და მათთვის ხელფასების განაწილების მეთოდებზე კითხვა „ევროპული საქართველოს“ წვერმა, სერგო რატიანმა დაუსვა.

„სულ 58 ათასიდან მასწავლებლიდან, სერთიფიცირებაგავლილი არის 16 ათასი პედაგოგი და აქედან მხოლოდ 5 ათასს აქვს კუთვნილი 800 ლარი. დანარჩენებს მათ კუთვნილ თანხას არ აძლევენ და იმიზეზებენ იმას, რომ საათობრივ ანაზღაურებაზეა მიბმული. ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა 40 მილიონი ლარი. ხართ თუ არა მზად ეს უსამართლობა დასრულდეს?“- მიმართა სერგო რატიანმა მამუკა ბახტაძეს.

„ჩვენ მართლაც გვყავს მასწავლებელთა რაოდენობა, რომელთაც აქვთ ნაკლები საათი და რომ ჰქონდეთ სრული საათი, მიიღებდნენ გაზრდილ ანაზღაურებას, რომელიც მათ ობიექტურად ეკუთვნით. ჩვენ სწორედ ასე ვგეგმავთ, რომ ყველა მათგანს ექნება შეთავაზება, იმუშაოს იმ საათების რაოდენობით, რაც საჭიროა და ეს უკვე მათ ნებაზე იქნება. შესაძლოა, ვინმემ უარი თქვას, იმიტომ, რომ მათი ნაწილი სხა სასწავლებლებშიც ასწავლის. ყველას, ვისაც სურს სრული დატვირთვით იმუშაოს და მიიღოს გაზრდილი ანაზღაურება, ამას მოახერხებს.

წელს იყო პირველი პრეცედენტი გარე დაკვირვების, შესაბამისად ყველა ის მასწავლებელი, ვინც ამ ფორმატში კომპეტენცია დაადასტურა, შეიცვლის სტატუსს და მოემატება ხელფასი. ახალი სასწავლო წლიდან დამატებით 7 ათასზე მეტი მასწავლებელი დაიწყებს ახალი სტატუსით საქმიანობას. მათი საერთო რაოდენობა გადააჭარბებს 25 ათას ადამიანს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო