უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭო სექტემბრამდე შეიქმნება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭო სექტემბრამდე შეიქმნება. ასე გამოეხმაურა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფიო ქაცარავას ინიციატივას, რომელმაც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყების შექმნა.

“ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაკოორდინირებელი საბჭოს შექმნა. ჩვენ აუცილებლად შემოვალთ ინიციატივით პარლამენტში, ჩვენი დედლაინებიც აუცილებლად იქნება დაცული, რომ სექტემბრამდე აღნიშნული ინსტიტუტი აუცილებლად შევქმნათ. ის უზრუნველყოფს ეფექტურ კოორდინაციას ყველა უწყებას შორის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სოფიო ქაცარავა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დაინტერესდა, თუ როგორი იყო ბახტაძის პოზიცია უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყების შექმნასთან დაკავშირებით.

“კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭო გაუქმდა. შეიქმნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელმაც მხოლოდ კრიზისების მართვის კომპონენტი შეითავსა. კარგად ვხედავთ, თუ როგორი გამოწვევებია ქვეყნისა და რეგიონის წინაშე უსაფრთხოების მიმართულებით. მაინტერესებს, ხომ არ გეგმავთ და რა ხედვა გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყება, რაც ვთვლი, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ქაცარავამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო